პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით :ვანის არქეოლოგიური ექსპედიცია 1947-1963 წლებში.იქ აღმოჩენილი ნაგებობებოსა და ნივთების განხილვა.
პროექტის სრული აღწერა : დავიწყოთ მასალის შესწავლა ორი მიმართულებით. ვანის გეოგრაფიული მდებარეობის დადგენის შემდეგ , გავეცნოთ ამ ადგილის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას. მასალა გავშალოთ საშუალო სკოლის სასწავლო პროგრამით . ბავშვებს საშუალება ეძლევათ სურათზე დაკვირვებით იმსჯელონ ნაქალაქარში აღმოჩენილი თითოეული ნივთის სიძველესა და მის დანიშნულებაზე.
ჩემი მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ , შეკრიბონ მასალები, გაუზიარონ ერთმანეთს თავისი ცოდნა. გაიხსენონ ტერიტორიულად სად მდებარეობს ვანის ნაქალაქარი, საქართველოს რომელ კუთხესთან ახლოს. გაიხსენონ როდის დაიწყო პირველი გათხრები ამ ტერიტორიაზე და ვისი თაოსნობით. გეოგრაფიისა და ისტორიის ცოდნის საერთო საფუძველზე მიიღონ საერთო გამოცდილება მოცემულ თემასთან დაკავშირებით.
მონაწილეთა ასაკი : მე-9 კლასი .
ვადები ხანგრძლივობა :15.03.10-21.04.10
პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში :გამოვიყენეთ სახელმძღვანელო ვანი1, მოვაწყეთ ექსკურსია მუზეუმში. ინტერნეტის საშუალებით მოვიძიეთ რუკები და სურათები ვანის ნაქალაქარიდან.
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება ,შეიქმნას
სასარგებლო სხვებისთვის :მოძიებული მასალის საფუძველზე მოსწავლეები სრულად ჩაწვდნენ თემის შინაარსს და მის უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ისტორიული კულტურის განვითარების საქმეში. მიღებული ცოდნა გაუზიარეს ერთმანეთს, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა მათი ცოდნა.
სამუშაო ენა:ქართული ენა.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეებმა თემის უკეთესი დამუშავებისა და შესწავლისათვის გამოიყენეს გეოგრაფიის სახელმძღვანელო,სასკოლო რუკები და წინა წლებში მიღებული ცოდნა.
პროექტის ფასილიტატორი:ლალი ჯაყელი
ფასილიტატორი ელ -ფოსტა:lalijayeli@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
Комментариев нет:
Отправить комментарий